პროპორციული სისტემის 2024 წლისთვის გადაწევამ გამოაჩინა, რომ ,,ქართული ოცნება“ ცდილობს მაქსიმალურად ჩაებღაუჭოს ძალაუფლებას

პროპორციული სისტემის 2024 წლისთვის გადაწევამ გამოაჩინა, რომ ,,ქართული ოცნება“ ცდილობს მაქსიმალურად ჩაებღაუჭოს ძალაუფლებას

,,ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, 2024 წლისთვის პროპორციული სისტემის გადაწევამ გამოაჩინა, რომ ,,ქართული ოცნება“ ცდილობს მაქსიმალურად ჩაებღაუჭოს ძალაუფლებას.

მისი თქმით, საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით ,,ქართული ოცნება“ რაც უფრო მეტს დათმობს, უკეთესი იქნება და ამას ,,ევროპული საქართველო“ არ შეეწინააღმდეგება.

,,პროპორციული სისტემის 2024 წლისთვის გადაწევამ გამოაჩინა და გააშიშვლა ,,ქართული ოცნების“ ნამდვილი სურვილი, რომ ისინი ნებისმიერი ფორმით ებღაუჭებიან ძალაუფლებას. იციან, რომ მათ ხალხის ნდობა არ აქვთ და ამიტომ შემოაქვთ ისეთი სისტემა, რომელიც რამენაირად შეანარჩუნებინებს ძლაუფლებას. მათ ბონუსის ისეთი სისტემა უნდოდათ, რომელიც უსამართლო იყო. ბონუსის სისტემა საბოლოოდ ყველამ დაიწუნა, მათ შორის ვენეციის კომისიამაც. როგორც კი ბონუსის სისტემა არ გაუვიდათ, მათ გადაწყვტეს, რომ გადაწიონ პროპორციული სისტემის ამოქმედება 2024 წლისთვის.

რაც შეეხება ბარიერის დაწევას. ამ პროცესში რაც უფრო მეტს დათმობს ,,ქართული ოცნება“და ეს დათმობა იყოს არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის, ჩვენ ამას არ შევეწინააღმდეგებით. ჯამში არც ბლოკების აკრძალვა და მაღალი საარჩევნო ბარიერი არ არის გამართლებული, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ეს ტოვებს ბევრ გაუნაწილებელ მანდატს და მის მითვისებას აპირებს პირველ ადგილზე გასული პარტია. მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ეს ,,ქართული ოცნება“ იქნება. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საარჩევნო ბარიერი უნდა იყოს დაბალი. ამაში ჩვენ პრობლემას ვერ ვხედავთ“, - განაცხადა ზურაბ ჭაბერაშვილმა.

პარლამეტში დღეს რიგგარეშე სხდომა გაიმართება . სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონპროექტის შესახებ და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხები უნდა განიხილონ.