თავდაცვის მინისტრის შემდეგ თანამდებობა საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმაც დატოვა

თავდაცვის მინისტრის შემდეგ თანამდებობა საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმაც დატოვა

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა და პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ფრანსუა ბაირუმ მთავრობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. აღნიშნულის შესახებ ფრანგული Le Figaro იუწყება.

გადაწყვეტილება უკავშირდება იმ ფაქტს, რომ პარტია „დემოკრატიულ მოძრაობასთან“ მიმართებაში წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს ევროპარლამენტში ფიქტიურ დასაქმებასთან დაკავშირებით.

„გადაწყვეტილება მივიღე არ შევიდე მომავალ მთავრობაში და იუსტიციის მინისტრის პოსტი დავტოვო. დღეს 17:00 საათზე პრესკონფერენციას გავმართავ“, - განაცხადა ფრანსუა ბაირუმ.

აღსანიშნავია, რომ გუშინ თანამდებობა ასევე დატოვა, პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სილვი გულარმა.