სტამბოლის პოლიციამ საქართველოს კიდევ ხუთი მოქალაქე დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულებს მოქალაქეებისთვის თანხების გამოძალვა ედებათ ბრალათ.
როგორც თურქული მედია წერს, ქართველებისგან შემდგარი ჯგუფი სტამბოლში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოქმედებდა.
თურქულ მედიაში ასევე მოყვანილია დაკავებული ქართველების ინიციალები: მიხეილ ჯ (31 წლის), მამუკა ჯ (39 წლის), ტარიელ ს (46 წლის), ემზარ რ (54 წლის), მალხაზ გ (30 წლის).
აღსანიშნავია, რომ 16 მაისს თურქმა სამართალდამცველებმა ანტალიაში ხუთკაციანი ჯგუფი დააკავეს, რომლებსაც ბრალად მანქანებისა და სახლების ძარცვა ედებათ.
ქართველების კიდევ ერთი ჯგუფის დაკავების საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარი ჯერ არ კეთდება.