გვაქვს უფლება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ხვალვე გავმართოთ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განუცხადა.
„პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე თხოვნა ორშაბათს, დაახლოებით 10:00 საათისთვის გაეგზავნა. რეგლამენტით გათვალისწინებული 48-საათიანი ვადა ოთხშაბათს 10:00 საათზე იწურება. შესაბამისად, ამ ვადის გასვლის შემდგომ პარლამენტს აქვს შეკრების უფლება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ გიორგი კახიანმა.
შესაბამისად, ხვალ სავარაუდოდ, ჩატარდება ბიუროს სხდომა და ბიუროს გადაწყვეტილებით რიგგარეშე სხდომა დაინიშნება.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველად რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარი განაცხადა.