თუ აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიების დასრულების შემდეგ დავრწმუნდებით, რომ გამოძიებამ რაღაც სამუშაო არ გასწია, შემდეგ შეგვიძლია ნებისმიერ სხვა ფორმატზე ვიმსჯელოთ",- ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, რითაც მუხთარლის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
თალაკვაძის განცხადებით, უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ გამოძიების პროცესს დაელოდონ.
"დღესაც მოვისმინეთ, რომ გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურად. ძალიან დიდი სამუშაოა შესრულებული. თუ ამ გამოძიების დასრულების შემდეგ დავრწმუნდებით, რომ გამოძიებამ რაღაც სამუშაო არ გასწია, შემდეგ შეგვიძლია ნებისმიერ სხვა ფორმატზე ვიმსჯელოთ",- განაცხადა თალაკვაძემ.
როგორც ცნობილია, საპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში, აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.