თუ “ოცნების” ლიდერებმა არ გაიაზრეს საით მიექანება პროცესები, საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლების მორიგ ხისტ ცვლილებას მივიღებთ

თუ “ოცნების” ლიდერებმა არ გაიაზრეს საით მიექანება პროცესები, საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლების მორიგ ხისტ ცვლილებას მივიღებთ

თუ “ოცნების” გავლენიანმა ლიდერებმა სასწრაფოდ არ გაიაზრეს თუ საით მიექანება პოლიტიკური პროცესები, ჩვენ უახლოეს საპარლამენტო არჩევნებზე მივიღებთ ხელისუფლების მორიგ ხისტ ცვლილებას, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”შენების მოძრაობის” დამაარსებელმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

დავით უსუფაშვილის შეფასებით, ხელისუფლების მორიგ ხისტ ცვლილებაში ”ლომის წილს სწორედ არსებული საარჩევნო სისტემა დაიდებს”.

“თუ “ოცნების” გავლენიანმა ლიდერებმა სასწრაფოდ არ გაიაზრეს თუ საით მიექანება პოლიტიკური პროცესები, ჩვენ უახლოეს საპარლამენტო არჩევნებზე მივიღებთ ხელისუფლების მორიგ ხისტ ცვლილებას და ამაში ლომის წილს სწორედ არსებული საარჩევნო სისტემა დაიდებს, ისევე, როგორც ეს 2012 წელს მოხდა.

ამ სისტემას პირველ და მეორე არჩევნებზე ერთპარტიული მმართველობის ექსტაზში შეყავს ხელისუფლება და მესამე არჩევნებზე ასე ძალაუფლებით მთვრალებს ანარცხებს მიწაზე”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.