დეპორტირებული ფრანგი ჟურნალისტი დეპარდონი: თურქეთში სამართალი აღარ არსებობს

დეპორტირებული ფრანგი ჟურნალისტი დეპარდონი: თურქეთში სამართალი აღარ არსებობს

თურქეთში უკვე სამართალი არ არსებობს, ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა ციხეშია. ასეთი ვითარება თურქეთს არ უხდება, - ამის შესახებ ქალაქ გაზიანთეფში დეპორტირების ბანაკში დაახლოებით ერთი თვიანი დაკავების შემდეგ დეპორტირებულმა ფრანგმა ჟურნალისტმა მატიას დეპარდონმა განაცხადა.

ლტოლვილთა ბანაკში ერთი თვე დარჩენის შემდეგ, თურქეთიდან დეპორტირებულმა ჟურნალისტმა დეპარდონმა, ამ პერიოდში გამოვლილი შოკი გაზეთ Cumhuriyet-ს გაუზიარა. დეპარდონის თქმით, შიმშილობის დაწყების შემდეგ ბანაკის დიერქტორს მისთვის, შიმშილობა რომ შეეწყვიტა ამის გამო ყოველდღე სხვადასხვა რესტორნიდან კერძები მოჰქონდა. ″თურქეთში უკვე სამართალი არ არსებობს, ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა ციხეშია. ადამიანები სახიფათო და დაუცველ პირობებში ცხოვრობენ. ასეთი ვითარება თურქეთს ნამდვილად არ უხდება.″-განაცხადა მან.

ფრანგმა ჟურნალისტმა მატიას დეპარდონმა ბატმანის პროვინციაში დაკავების შემდეგ, გაზიანთეფში დეპორტირების ბანაკში გატარებული ერთი თვის შესახებ გაზეთ Cumhuriyet-ს ესაუბრა.

″ჟურნალ National Geographic-ის დავალებით ჰასანქეიფის პროვინციაში ახლად დაარსებული ქალაქის სამშენებლო სამუშაოებისთვის ფოტოების გადაღების დროს პოლიციამ მოვიდა და მკითხა თუ რას ვაკეთებდი. პირადობის მოწმობასთან ერთად თურქეთის მიერ მოცემული უცხოური პრეს ბარათიც ვაჩვენე, მაგრამ პოლიციელებმა ჩემი სახელი ინტერნეტით მოიძიეს და წარსულში ჩემს მიერ ერაყში, მოსულის რეგიონში ISIS-სა და PKK-ს (ქურთისტანის მუშათა პარტია) შორის მიმდინარე კონფლიქტის შესახებ მომზადებული სტატიები მაჩვენეს და ამის გამო ″ტერორიზმის პროპანგადაში″ დამადანაშაულეს. ბატმანის პოლიციის განყოფილებაში განმიცხადეს, რომ ჩემს პრეს ბარათს მოქმედების ვადა გაუვიდა და საინფორმაციო სამსახური ორი თვის განმავლობაში აღუდგენდა. საინფორმაციო სამსახურის წარმომდაგენელთან ზეინეფ ოზერთან დაკავშირება მითხრეს, მაგრამ ანკარიდან შემატყობინეს, რომ პრეს ბარათი გაუქმებული მაქვს. ამის შემდეგ კი გაზიანთეფის საემიგრაციო ადმინისტრაციის დეპორტირების ბანაკში გადამაგზავნეს.″-განაცხადა ჟურნალისტმა.

მატიას დეპარდონმა ბანაკში გატარებული დროის შესახებ გაზეთ Cumhuriyet-ს დეტალურად მოუყვა.

″ჩემ თავს რაც ხდებოდა ვერ ვიჯერებდი. ეს ყველაფერი სიზმარი მეგონა. ერთი თვის განმავლობაში ერთადგილიან საკანში ვყავდი დაპატიმრებული. პირველ დღეს როდესაც მომიყვანეს არც ბალიში, არც პირსახოცი და არც წყალი არ მქონდა. პირველი დღე უწყლოდ და საწოლის გარეშე გავატარე, მეორე დღე საწოლი მომცეს. დღეში 15 წუთით სუფთა ჰაერზე გასვლის ნებას მაძლევდნენ. ბანაკის დირექტორის თქმით, ის უსაფრთხოების გამო ერთკაციან საკანში ჰყავდათ დაპატიმრებული. დღეების განმავლობაში დეპორტირებას ველოდებოდი. მაგრამ დღეების გასვლასთან ერთად ფსიქოლოგიურად გავტყდი, ამის შემდეგ სამადგილიან ოთახში გადამიყვანეს. აქ კონტრაბანდული დანაშაულის გამო დაკავებული ავღანელი და პაკისტანელი თავშესაფარის მაძიებლებთან ერთად დავრჩი.

დღეების გასვლასთან ერთად ″რა მელოდება″ შიშით ლოდინი დავიწყე. სახელმწიფოს მიერ დანიშნულ ადვოკატს ვუთხარი, რომ ან მომისაჯონ და მეცოდინება თუ რისთვის ვარ დაპატიმრებული ან და მოახდინონ ჩემი დეპორტაცია. ადვოკატი სერიოზულობისგან შორს, დამცინავი ტონით მესაუბრებოდა. შემდეგ თვითონ ავიყვანე ადვოკატი და ჩემი უდანაშაულობის დამტკიცებას შევეცადე. გადავწყვიტე რომ რაღაც უნდა გამეკეთებინდა და შიმშილობა დავიწყე. თითქოს როგორც ტყვე ისეთნაირად ვიყავი დაკავებული და დღეების განმავლობაში იმ განცდით ვცხოვრობდი, რომ მომავალში ვის რა ელოდა გაურკვეველი იყო. ჩემი ხმა რომ გაეგოთ, სიკვდილის რისკით შიმშილობა დავიწყე. შიმშილობის დაწყებიდან მეორე დღეს ბანაკის დირექტორმა, შიმშილობა რომ დამესრულებინა რესტორნებიდან სხვადასხვა კერძები მოჰქონდა. მე კი ამ ყველაფერს უკან ვაბრუნებდი და შიმშილობას ვაგრძელებდი.

დიპლომატიური პროცესის დაწყების შემდეგ შიმშილობა შევწყვიტე. ერთი თვის შემდეგ კი დეპორტაციის საბუთებზე ხელი მომაწერინეს. რათქმაუნდა ძალიან მიხაროდა ამ ყველაფერს თავი რომ დავაღწიე, მაგრამ ძალიან ვწუხდი იმ ადამიანების გამო რომლებთან ერთადაც ერთი თვის განმავლობაში ვცხოვრობდი. მათ არაადამიანურ პირობებში უწევდათ ცხოვრება. თურქეთში უკვე სამართალი არ არსებობს, ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა ციხეშია. ადამიანები სახიფათო და დაუცველ პირობებში ცხოვრობენ. ასეთი ვითარება თურქეთს ნამდვილად არ უხდება.″- განაცხადა მატიას დეპარდონმა გაზეთ Cumhuriyet-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.