ვფიქრობ, არ გვექნება არანაირი გადახვევა იმისგან, რაც უკვე შევათანხმეთ ვენეციის კომისიასთან

ვფიქრობ, არ გვექნება არანაირი გადახვევა იმისგან, რაც უკვე შევათანხმეთ ვენეციის კომისიასთან

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას მართავს. 

როგორც უმრავლესობის წარმომადგენელმა ზვიად კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შეხვედრის თემა პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, საკონსტიტუციო კანონსა და იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას უკავშირდება. 

”როგორც იცით უმთავრესი საკონსტიტუციო კანონია. დღეს ალბათ შევათანხმებთ, შევჯერდებით საბოლოოდ იმ ფორმულირებებზე, რა სახითაც ეს კანონპროექტი გამოვა ოთხშაბათს განხილვაზე. ვფიქრობ, არანაირი გადახვევა იმისგან, რაც უკვე შევათანხმეთ ვენეციის კომისიასთან, არ გვექნება და ამ თვალსაზრისით ჩვენი საზოგადოება, ამომრჩეველი სიურპრიზებს არ უნდა ელოდოს”, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.