იტალიის პოლიციამ 29 წლის ერაყელი დევნილი დააკავა, რომელსაც ბრალი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ იდეების პროპაგანდისთვის წაუყენეს.
როგორც ტელეარხი RaiNews24 იუწყება, დაკავებული პოლიტიკური თავშესაფრის შესახებ განმცხადებელთა დროებითი მოთავსების ცენტრში იმყოფებოდა.
პოლიციამ სატელეფონო საუბრები მოიპოვა, რომელშიც დაკავებული ერაყელი „ურწმუნოებს“ ემუქრებოდა და ამბობდა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად არ არის საჭირო სირიაში ან ერაყში წასვლა.