ტერეზა მეი ლონდონში მომხდარი შემთხვევის გამო მთავრობის საგანგებო სხდომას გამართავს

ტერეზა მეი ლონდონში მომხდარი შემთხვევის გამო მთავრობის საგანგებო სხდომას გამართავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის განცხადებით, პოლიცია ლონდონში, მეჩეთთან მომხდარ შემთხვევას განიხილავს, როგორც „პოტენციურ ტერაქტს“.

„პოლიციამ დაადასტურა, რომ მომხდარი განიხილება, როგორც პოტენციური ტერაქტი. დღეს მთავრობის საგანგებო სხდომას გავმართავ“, - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ლონდონში, ფინსბერი პარკის რაიონში მომხდარი შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა.

როგორც ცნობილი გახდა, გარდაცვლილი 48 წლის მამაკაცია. ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველთა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 00:20 საათზე მოხდა. მიკროავტობუსი მეჩეთიდან გამოსულ ადამიანთა ჯგუფს დაეჯახა. დამნაშავე დააკავეს.

ლონდონში უსაფრთხოების ნორმები გამკაცრებულია.