დეპუტატის თქმით, პრეზიდენტმა თავი აარიდა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ შეთავაზებას

დეპუტატის თქმით, პრეზიდენტმა თავი აარიდა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ შეთავაზებას

დეპუტატ მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრეზიდენტმა თავი აარიდა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ შეთავაზებას, რაც თავის მხრივ საზოგადოების კიდევ უფრო დეტალურად საქმის კურსში ჩაყენებას ემსახურება.

"კი ბატონო, შევხვდეთ, მაგრამ ღია ეთერში კი არა, ჩემთან სასახლეში, მე და პარლამენტის თავმჯდომარე კი არა, ბევრი ხალხი ერთად და თუ მაინცდამაინც, ხალხის საქმის კურსში ჩაყენების ნაცვლად, ისევ ერთი კარგი შოუ მოვაწყოთო - ასე უპასუხა პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარეს. ირაკლი კობახიძის შეთავაზების გამო შიში და ამ ფორმატისათვის თავის არიდება პრეზიდენტის მხრიდან ნამდვილად არ გამკვირვებია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისიამ პრაქტიკულად თქვა, რომ პრეზიდენტის არგუმენტები თავდაცვაზე, უსაფრთხოებაზე, პრეზიდენტის არჩევის წესზე და ა. შ. ჰაერშიც კი არ იძებნებოდა და გაურკვეველია საიდან გაჩნდა მის ლოგიკაში. შესაბამისად, ფაქტია, რომ მიუხედავად შეფარვით გაკეთებული განცხადებისა, პრეზიდენტმა თავი აარიდა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ შეთავაზებას, რაც თავის მხრივ საზოგადოების კიდევ უფრო დეტალურად საქმის კურსში ჩაყენებას ემსახურება",- განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს შესთავაზა კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ პირდაპირ ეთერში იმსჯელონ. მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტს საკითხის განხილვა ადმინისტრაციაში შესთავაზა.