პრეზიდენტმა თავი აარიდა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ შეთავაზებას

პრეზიდენტმა თავი აარიდა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ შეთავაზებას

მიუხედავად შეფარვით გაკეთებული განცხადებისა, პრეზიდენტმა თავი აარიდა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ შეთავაზებას, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე” მამუკა მდინარაძე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის შეთავაზებას და საქართველოს პრეზიდენტის პასუხს შეთავაზებაზე, რომელიც კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ პირდაპირ ეთერში მსჯელობას შეეხებოდა.

”კი ბატონო, შევხვდეთ, მაგრამ ღია ეთერში კი არა, ჩემთან სასახლეში, მე და პარლამენტის თავმჯდომარე კი არა, ბევრი ხალხი ერთად და თუ მაინც და მაინც, ხალხის საქმის კურსში ჩაყენების ნაცვლად, ისევ ერთი კარგი შოუ მოვაწყოთო - ასე უპასუხა პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარეს. ირაკლი კობახიძის შეთავაზების გამო შიში და ამ ფორმატისთვის თავის არიდება პრეზიდენტის მხრიდან ნამდვილად არ გამკვირვებია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისიამ პრაქტიკულად თქვა, რომ პრეზიდენტის არგუმენტები თავდაცვაზე, უსაფრთხოებაზე, პრეზიდენტის არჩევის წესზე და ა. შ. ჰაერშიც კი არ იძებნებოდა და გაურკვეველია საიდან გაჩნდა მის ლოგიკაში. შესაბამისად, ფაქტია, რომ მიუხედავად შეფარვით გაკეთებული განცხადებისა, პრეზიდენტმა თავი აარიდა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ შეთავაზებას, რაც თავის მხრივ საზოგადოების კიდევ უფრო დეტალურად საქმის კურსში ჩაყენებას ემსახურება”-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.