სერგეი ლავროვი:  ოფიციალური მოსკოვი ჰავანას სოლიდარობას უცხადებს

სერგეი ლავროვი: ოფიციალური მოსკოვი ჰავანას სოლიდარობას უცხადებს

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ კუბასთან ცალმხრივი შეთანხმების გაუქმების ფაქტს, რუსეთის ხელისუფლება გამოეხმაურა.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თეთრი სახლის გადაწყვეტილებას სამწუხარო უწოდა და განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვი ჰავანას სოლიდარობას უცხადებს. რუსეთის პირველი დიპლომატის განმარტებით, ვაშინგტონის ახალი მიდგომა კუბისადმი „ცივი ომის პერიოდის რიტორიკას“ ახსენებს.

გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, კუბასთან მიმართებით აშშ-ის პოლიტიკის გამკაცრებაზე განცხადება გააკეთა. დონალდ ტრამპმა რაულ კასტროს მთავრობა ჩრდილოეთ კორეისთვის იარაღის მიწოდებაში და ვენესუელაში სიტუაციის დაძაბვაში დაადანაშაულა.

თეთრი სახლის გადაწყვეტილება კუბის ხელისუფლებამაც დაგმო, თუმცა განაცხადა, რომ ვაშინგტონთან დიალოგის გაგრძელებას გეგმავს.