პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსტიტუციური პროექტის პრეზიდენტის სასახლეში განხილვის ინიციატივით გამოდის

პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსტიტუციური პროექტის პრეზიდენტის სასახლეში განხილვის ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსტიტუციური პროექტის პრეზიდენტის სასახლეში განხილვის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"მივესალმებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, ერთობლივ მსჯელობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთავაზობთ, რომ აქ პრეზიდენტის სასახლეში გაიმართოს შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიეტ-მინისტრი, სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და ბიზნეს ასოციაციები, რომელიც ფართოდ იქნება გაშუქებული მედიის მიერ",- განაცხადა აბაშიშვლმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს სთავაზობს, კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ პირდაპირ ეთერში, ერთად იმსჯელონ.

„ჩვენ შეგვიძლია, პრეზიდენტთან ერთად, დებატებზე აქ არ არის საუბარი, დავსხდეთ ჟურნალისტების წინაშე,მედიაში, საზოგადოების წინაშე და არსებული დოკუმენტი ავუხსნათ.

პირობა შემიძლია, მოგცეთ, რომ ასეთი ერთობლივი განხილვის პირობებში, ყველა ჟურნალისტი, საზოგადოება დარწმუნდება, რომ ეს დოკუმენტი რეალურად არის სამართლებრივად აბსოლუტურად გამართული და აყალიბებს ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას“,- განაცხადა გუშინ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.