მსოფლიოს ბოლომდე არ ესმის ქრისტიანობის მნიშვნელობა, მართლმადიდებლობის მნიშვნელობა

მსოფლიოს ბოლომდე არ ესმის ქრისტიანობის მნიშვნელობა, მართლმადიდებლობის მნიშვნელობა

მსოფლიოს ბოლომდე არ ესმის ქრისტიანობის მნიშვნელობა, მართლმადიდებლობის მნიშვნელობა. ხშირი შემთხვევაა, როცა მართლმადიდებლობას აკრიტიკებენ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ისევ მართლმადიდებლობა გადაარჩენს კაცობრიობას, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

„დღეს რთული დროა. საქმე იმაშია, რომ მსოფლიოს ბოლომდე არ ესმის ქრისტიანობის მნიშვნელობა, მართლმადიდებლობის მნიშვნელობა. ეკლესიის მოვალეობაა განუმარტოს მსოფლიოს, რომ ჩვენ სიკეთის მეტი არაფერი გვამოძრავებს; სიკეთე გვინდა სუფევდეს მსოფლიოში, ჩვენს საქართველოში და ყველგან. ამიტომ ჩვენ უნდა ვიქადაგოთ სიკეთე, სიყვარული... ჩვენ უნდა ვაჩვენოთ სიკეთე. ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა. დღეს ხშირი შემთხევაა, როცა მართლმადიდებლობას აკრიტიკებენ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ისევ მართლმადიდებლობა გადაარჩენს კაცობრიობას. მართლმადიდებლობა ყველაფერს გააკეთებს, რათა სიკეთე და სიყვარული სუფევდეს მსოფლიოში“, - აღნიშნა პატრიარქმა.