პარლამენტის წევრებსა და სტუდენტებს შორის საფეხბურთო მატჩი გაიმართა

პარლამენტის წევრებსა და სტუდენტებს შორის საფეხბურთო მატჩი გაიმართა

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად პარლამენტის წევრებსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA)  სტუდენტებს შორის საფეხბურთო მატჩი გაიმართა

საქართველოს პარლამენტის წევრებსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA)  სტუდენტებს შორის, თბილისის ნაძალადევის რაიონში მდებარე ნოდარ ახალკაცის სახელობის სპორტულ მოედანზე,  საფეხბურთო მატჩი გაიმართა.

ამხანაგური შეხვედრა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად გაიმართა. აქციის სლოგანია  „კანონი ზრუნავს შენს ჯანმრთელობაზე, იზრუნე შენც".

საფეხბურთო მატჩი პარლამენტის წევრების გამარჯვებით 5:3 დასრულდა.

„დღეს ვიწყებთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას და პარლამენტის გუნდი სტუდენტებს ვხდებით. ეს არის საწყისი ეტაპი. მომავლისთვის ვეცდებით, რომ თითქმის ყველა სასწავლებელში შევიდეთ და პარლამენტარებმა სტუდენტებთნ ერთად დავამკვიდროთ  ჯანსაღი ცხოვრების წესი საქართველოში. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ სპორტი იყოს მთავარი ამ ქვეყენაში",- აღნიშნა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტმა მიმდინარე სესიაზე არაერთი კანონი მიიღო, რომელიც ჯანმრთელობას და ცხოვრების ჯანსაღ წესს ემსახურება

„ეს არის კამპანია „კანონი ზრუნავს შენს ჯანმრთელობაზე, იზრუნე შენც". დღეს ვეთამაშებით ფეხბურთს სტუდენტებს და ამ თამაშის მთავარი მიზანი გავაკეთოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის, სპორტის პრომოცია",- აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, აქცია გაგრძელდება და ახალგაზდებში ჯანსაღი ცხოვრებსი წესის პოპულარიზაციის მიზნით ამხანაგური თამაშები სხვა  უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან მომავალშიც გაიმართება.