გერმანელმა მუსლიმებმა ექსტრემიზმი და ძალადობა მშვიდობიანი აქციით დაგმეს

გერმანელმა მუსლიმებმა ექსტრემიზმი და ძალადობა მშვიდობიანი აქციით დაგმეს

გერმანელმა მუსლიმებმა ექსტრემიზმისა და ძალადობის დაგმობის მიზნით ქალაქ კიოლნში მშვიდობიანი აქცია გამართეს. „ერთად ტერორიზმის წინააღმდეგ“, „ტერორიზმს რელიგია არ აქვს“ - ამ ლოზუნგებით ქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

მსვლელობა მუსლიმი სწავლულის, ლამია კადორისა და მშვიდობის აქტივისტის, ტარეკ მოჰამედის მიერ იყო ორგანიზებული.

აქციის ორგანიზებას ცხარე დებატები უძღოდა წინ, რომლის შედეგადაც გერმანიის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ისლამურმა თემმა, თურქულ-ისლამურმა გაერთიანებამ, უარი თქვა მსვლელობაში მონაწილეობის მიღებაზე. საკუთარი გადაწყვეტილების განმარტებისას, გაერთიანების წევრებმა აღნიშნეს, რომ მსვლელობა არასწორი გზავნილი იქნება, თითქოს მუსლიმები პასუხისმგებლები არიან საერთაშორისო ტერორიზმზე.