ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება ვრცელდება

ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება ვრცელდება

"ქართუ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი უძილაური, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ვინც აქამდე ვერ გაიგო, რომ "ნაციონალების" ნდობა არ შეიძლება. ბიძინა ივანიშვილი თავს მშვენივრად გრძნობს. ინსულტურ მდგომარეობაში თავად "ნაციონალური მოძრაობაა", რასაც აშკარად ვეღარც მალავენ.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, მას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ინსულტმა დაარტყა და ემერჯენსით გერმანიაში გადააფრინეს.