ეკა ბესელიას შეფასებით, ვენეციის კომისიის შეფასება კონსტიტუციის კანონპროექტთან დაკავშირებით მთლიანობაში დადებითია

ეკა ბესელიას შეფასებით, ვენეციის კომისიის შეფასება კონსტიტუციის კანონპროექტთან დაკავშირებით მთლიანობაში დადებითია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას შეფასებით, ვენეციის კომისიის შეფასება კონსტიტუციის კანონპროექტთან დაკავშირებით მთლიანობაში დადებითია. როგორც ბესელიამ აღნიშნა, შემუშავებული კონსტიტუციის პროექტი შესაბამისობაშია საერთაშორისო სამართლის ნორმებთან.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, როგორც ბესელიამ განმარტა, ამ საკუთხებზე მმართველ გუნდში მსჯელობა გაიმართება.

"ვენეციის კომისიის შეფასება მთლიანობაში დადებითია და ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციური კანონპროექტი შეესაბამება იმ პრინციპებს, რომელიც საერთაშორისო სამართალს ეფუძნება. მთავარი საკითხი, რომელიც არის დოქტრინალური, პრინციპული და ძირითადი არ არის წინააღმდეგობაში არც ერთ სამართლებრივ პრინციპთან, ეს არის აღირებული და ამიტომ ამ დასკვნას მივესალმებით. ცალკეულ საკითხებზე, რომელზეც არის რეკომენდაცია გავმართავთ დისკუსიას, ვიმსჯელებთ, რათა ის იყოს ასახული საბოლოო დოკუმენტში", - განაცხადა ეკა ბესელიამ.