საბერძნეთში ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთში ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთში ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. როგორც ბერძნული მედია იუწყება, ოპერაციის ფარგლებში სამართალდამცველებმა ცხრა პირი დააკავეს: საბერძნეთის ორი მოქალაქე, სამი პაკისტანელი, ორი ქართველი, ერთი ყაზახი და ერთი ბანგლადეშელი.

მათ ბრალად ედებათ ნარკოტიკული ნივთიერებების შესახებ კანონის დარღვევა. პოლიციელებმა დაკავებულების ჩხრეკისას აღმოაჩინეს 37 აბი ნარკოტიკული ნივთიერება და მცირე რაოდენობთ მეტამფიტამინი.