ფოთის წისქვილკომბინატში აფეთქება მოხდა

ფოთის წისქვილკომბინატში აფეთქება მოხდა

ფოთის წისქვილკომბინატში აფეთქება მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ხმა მიმდებარე ტერიტორიაზე ისმოდა. აფეთქების შედეგად, დაშავებულია 2 თანამშრომელი. ისინი სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია როგორც საპატრულო, ასევე სამაშველო სამსახურები.