ამერიკული სამხედრო კატარღის და ფილიპინური გემის შეჯახების შედეგად აშშ-ის საზღვაო ძალების შვიდი მეზღვაური დაკარგულად ითვლება

ამერიკული სამხედრო კატარღის და ფილიპინური გემის შეჯახების შედეგად აშშ-ის საზღვაო ძალების შვიდი მეზღვაური დაკარგულად ითვლება

იაპონიის სანაპიროსთან ამერიკული ნაღმოსანი კატარღა „ფიცჯერალდის“ და ფილიპინური კონტეინერების გადამზიდი გემის შეჯახების შედეგად აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების შვიდი მეზღვაური დაკარგულად ითვლება, ხოლო სამი კი დაშავდა.

შემთხვევა იაპონურ ქალაქ იოკოსუკასგან 100 კილომეტრის დაშორებით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ამერიკული სამხედრო გემის კაპიტანიც არის. დაშავებულები ევაკუირებულნი არიან. ისინი ქალაქ იოკოსუკუს ჰოსპიტალში ადაიყვანეს.

იაპონიის სანაპირო დაცვის სამსახურის განცხადებით, ამერიკული სამხედრო გემის ეკიპაჟის შვიდი წევრი დაკარგულად ითვლება. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.