ჩვენ თანახმა ვართ, პატრიარქს ადვოკატების გარეშე შევხვდეთ

ჩვენ თანახმა ვართ, პატრიარქს ადვოკატების გარეშე შევხვდეთ

ჩვენ თანახმა ვართ, რომ პატრიარქს ადვოკატების გარეშე შევხვდეთ, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. მისი თქმით, პატრიარქთან შესახვედრად დეკანოზის ოჯახი მზად არის, თუმცა ვერ ახერხებს.

"როგორც მამა დავით ჭინჭარაულმა შეგვატყობინა საქართველოს პატრიარქი ბობოყვათიდან გუშინ თბილისში წავიდა. ველოდებით პასუხს, როდის შევხდებით კათოლიკოს-პატრიარქს. სამშაბათს დილით 11 საათზე პატრიარქს უნდა შევხვედროდი, თუმცა მითხრეს, რომ იგი შეუძლოდ არის. რადგან ადვოკატებთან ერთად შეხვედრას ვითხოვდი, ეგონათ, რომ ადვოკატების გარეშე უარს ვიტყოდი შეხვედრაზე. როდესაც უკვე დავთანხმდით, რომ ადვოკატების გარეშე შესახვედრად მზად ვიყავით დეკანოზის ოჯახის წევრები, ამის შემდეგ გვეუბნებიან: პატრიარქი ხან თბილისშია, ხან ბობოყვათში, ხან კიდევ შეუძლოდაა, გვატყუებენ... ჩვენ ახლა თანახმა ვართ, რომ პატრიარქს ადვოკატების გარეშე შევხდეთ, თუმცა ოჯახის წევრები ვერ ვახერხებთ შეხვედრას",- აცხადებს თორნიკე მამალაძე.