ლონდონში დემონსტრანტები კენსინგტონის რაიონის საბჭოში შეიჭრნენ

ლონდონში დემონსტრანტები კენსინგტონის რაიონის საბჭოში შეიჭრნენ

ლონდონში ათეულობით დემონსტრანტი, რომელიც „გრენფელ თაუერის“ ხანძრის გამო ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავს, ლონდონის კენსინგტონის რაიონის საბჭოს შენობაში შეიჭრა. ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ იუწყება.

მომიტინგეებს შენობაში შესვლისას ეკავათ პლაკატები, წარწერით: „მოვითხოვთ სამართლიანობას“. შენობაში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. საბოლოოდ, მათ შენობა დაატოვებინეს.

„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა საკუთარი მოთხოვნები გააჟღერეს, რომელთაგან ერთ-ერთია ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა სიის გამოქვეყნება, დაზარალებულების იმავე რაიონში განსახლება, დაკარგული ქონების ანაზღაურება და ამავე რაიონში არსებულ შენობებში შემოწმებების ჩატარება.

ლონდონის Grenfell Tower-ის მაღალსართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, დაღუპულად მიიჩნევა 30 ადამიანი, 65 უგზო-უკვლოდ დაკარგულია. 24 ადამიანი საავადმყოფოში რჩება, რომელთაგან 12-ის მდგომარეობა კრიტიკულია.