ჰელმუტ კოლი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჰელმუტ კოლი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

გერმანიის ყოფილი კანცლერი ჰელმუტ კოლი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ყოფილი კანცლერი გერმანიის ქალაქ ლუდვიგსჰაფენში საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი ცნობილი არ არის. ბოლო წლების განმავლობაში მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. 

ჰელმუტ კოლი გერმანიის კანცლერი 1982-1998 წლებში იყო.