გრიგოლ გოგელია:  ადამიანი რომ GDS-ში მუშაობდა, ეს დამღაა?!

გრიგოლ გოგელია: ადამიანი რომ GDS-ში მუშაობდა, ეს დამღაა?!

ადამიანი რომ GDS-ში მუშაობდა, ეს დამღაა? - 6-ქიმიანი ვარსკვლავი ხომ არ შევკეროთ კიდევ?!, - ასე უპასუხა ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ გოგელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვებს, რომელიც ”საზოგადოებრივი მაუწყებლზე” GDS-ის თანამშრომლების გადასვლას ეხებოდა.

“საზოგადოებრივ მაუწყებელში” თანამშრომლები სხვადასხვა მედია საშუალებებიდან გადმოდიან - GDS-დანაც გადმოდიან, ”რუსთავი2”-დანაც და სხვა პლატფორმებიდანაც. ეს არის ნორმალური სიტუაცია ნებისმიერი მედიისათვის. ჩვენი ორგანიზაციიდან წასულან ”რუსთავი2”-ზე, ”იმედზე” და ”იმედიდან” მოდიან ჩვენთან. GDS-ში რომ მუშაობდა, ეს დამღაა? 6-ქიამიანი ვარსკვლავი ხომ არ შევკეროთ კიდევ?! ადამიანების შეურაცხყოფა არ შეიძლება. ის თუ პროფესონალურად ასრულებდა თავის ვალდებულებას... შეიძლება სხვადასხვა მაუწყებელს თავისი სარედაქციო პოლიტიკა ჰქონდეს, მათ შორის ეს შეიძლება მსოფლმხედველობრივად მიკერძოებული პოლიტიკა იყოს. ევროპაშიც და აშშ-შიც არის უამრავი მაუწყებელი, რომელთაგან ზოგი ლიბერალებს უჭერს მხარს, ზოგი - კონსერვატორებს. როცა ადამიანი მოდის ”საზოგადოებრივ მაუწყებელზე”, მან თავისი პროფესიონალიზმის ფარგლებში ის ეთიკური სტანდარტები უნდა დაიცვას, რომელიც ჩვენთან არის დაწესებული. თუ არ დაიცავს, ჩვენ ვართ ვალდებული ასეთ თანამშრომელს დავემშვიდობოთ”, - განაცხადა გოგელიამ პარლამენტის სხდომაზე.

”საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ პარლამენტს 2016 წლის ანგარიში წარუდგინა.