აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შვიდი თვის განმავლობაში გამოძიებისა და მოსმენების მიუხედავად ვერავინ შეძლო მისი რუსეთთან შესაძლო კავშირების მტკიცებულებების წარდგენა.
აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.
„ჩემი „რუსეთთან შეთქმულების“ გამოძიებისა და კომიტეტებში მოსმენების შვიდი თვის თავზე ვერავინ შეძლო რაიმე მტკიცებულებების წარდგენა. სამწუხაროა!“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.