საკონსტიტუციო რეფორმა კარგი, წინ გადადგმული ნაბიჯია, საქართველო უახლოვდება ძალიან კარგ კონსტიტუციას

საკონსტიტუციო რეფორმა კარგი, წინ გადადგმული ნაბიჯია, საქართველო უახლოვდება ძალიან კარგ კონსტიტუციას

ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებების უმეტესობა მოიწონა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვენეციაში, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ განუცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ „ძალიან კარგ კონსტიტუციას“ უახლოვდება.

„საკონსტიტუციო რეფორმა კარგი, წინ გადადგმული ნაბიჯია. როგორც ადრე არაერთხელ აღმინიშნავს, ჯერ კიდევ 90-დან ჩვენ საქართველოსთან ვთანამშრომლობთ, რათა უკეთესი კონსტიტუცია მივიღოთ. ახლა კი ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველო უახლოვდება ძალიან კარგ კონსტიტუციას, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან. ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებების უმეტესობა მოიწონა. არის კიდევ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, თუმცა ჩვენ სწორ გზაზე ვართ და საუკეთესო გადაწყვეტილებას გამოვძებნით“, - განაცხადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა.