არ მგონია, რომ დავით უსუფაშვილის პოლიტიკურ ძალას ქვეყანაში რაიმე ცვლილების შესაძლებლობა ჰქონდეს

არ მგონია, რომ დავით უსუფაშვილის პოლიტიკურ ძალას ქვეყანაში რაიმე ცვლილების შესაძლებლობა ჰქონდეს

მე არ მგონია, რომ დავით უსუფაშვილის პოლიტიკურ ძალას რაიმე ცვლილების შესაძლებლობა ჰქონდეს ქვეყანაში, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ “ინტერპრესნიუსს” ახალი პოლიტიკური მოძრაობის “შენების მოძრაობა“ დაფუძნების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

ბოკუჩავას თქმით, უსუფაშვილი დიდი პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანია და „მას შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ გამოჩარხოს თავისი პოლიტიკური მომავალი“.

“დავით უსუფაშვილს, როგორც დიდი პოლიტიკური გამოცდილების მქონე პირს, შეუძლია მომავალშიც თავად გამოძერწოს თავისი პოლიტიკური მომავალი თავისი შეხედულებებისამებრ. რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის შემდგომ საპარლამენტო არჩევნებს, არ მგონია, რომ ამ პოლიტიკურ ძალას რაიმე ცვლილების შესაძლებლობა ჰქონდეს”, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა და საინიციატივო ჯგუფის წევრთა ერთმა ნაწილმა "შენების მოძრაობის" პრეზენტაცია გამართა.

პოლიტიკური მოძრაობის ინიციატორთა შორის არიან სხვადასხვა დარგის გამოცდილი სპეციალისტები, საჯარო მოხელეები, პოლიტიკოსები, ახალი თაობის ქართველი ბიზნესმენები. ღონისძიებაზე სადამფუძნებლო პრინციპების პრეზენტაციაც გაიმართა.