"ირაკლი კობახიძემ და თამარ ჩუგოშვილმა ვენეციის კომისიასთან უკვე შეათანხმეს პროპორციული არჩევნების მოდელში ბონუსის პრინციპი. პრინციპი ერთიანობაში მოიცავს 3 წესს: 1. აბსოლუტური ზედა ზღვარი: პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსის გამოყენებით შევსებას მხოლოდ 89 მანდატამდე შეძლებს. ზედა ჩამკეტი არის 89 მანდატი. 2. ფარდობითი ზღვარი: პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსად ვერ აიღებს მის მიერ მიღებული ძირითადი მანდატების 35%-ზე მეტს. დანარჩენი გადაუნაწილებელი მანდატები გადანაწილდება პროპორციულად. 3. აბსოლუტური ქვედა ზღვარი: თუ პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსით ვერ აგროვებს უბრალო უმრავლესობას, ანუ 75 მანდატზე მეტს, ის ბონუსს ვერ მიიღებს და გაუნაწილებელი მანდატები პროპორციულად განაწილდება".