დავით უსუფაშვილის პოლიტიკურ გუნდში ნინო გურიელი და ალუდა გოგლიჩიძე იქნებიან

დავით უსუფაშვილის პოლიტიკურ გუნდში ნინო გურიელი და ალუდა გოგლიჩიძე იქნებიან

დავით უსუფაშვილის პოლიტიკურ გუნდში მოჭადრაკე ნინო გურიელი და ალუდა გოგლიჩიძე იქნებიან, რომელიც თბილისის ვიცე-მერი იყო.

ხვალ დაგეგმილ ღონისძიებაზე საზოგადოება ასევე იხილავს ”რესპუბლიკური პარტიის” იმ ყოფილ წევრებს, რომელთაც პარტია დავით უსუფაშვილთან ერთად დატოვეს და ”ეროვნული ფორუმის” წარმომადგენლებს.

დავით უსუფაშვილი ხვალ ცენტრისტული მიმართულების ახალი პოლიტიკური ძალის პრეზენტაციას გამართავს. როგორც ახალ ძალაში აცხადებენ, ეს იქნება ”თანამონაწილეობაზე აწყობილი, ფართო საზოგადოებრივი სპექტრის მომცველი ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკური ძალა“. ასევე, ხვალ იგეგმება სადამფუძნებლო დეკლარაციის მიიღება.