დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა აფგან მუხთარლის საქმეს სერიოზულად უდგება

დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა აფგან მუხთარლის საქმეს სერიოზულად უდგება

დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა სერიოზულად უდგება აფგან მუხთარლის საქმეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ განუცხადა.

მისი თქმით, ეს არის სერიოზული საქმე, რომელიც ეფექტურად უნდა იყოს გამოძიებული. "ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან და ნათლად დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ ეს საქმე უნდა იყოს სრულყოფილად გამოძიებული. ვიმედოვნებთ, ბატონ მუხთარლის სათანადოდ ეპყრობიან და ვიმედოვნებთ, რომ სამართლიანად დასრულდება ეს საქმე. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა სერიოზულად უდგება ამ საქმეს. პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ იქნება სრულყოფილი გამოძიება და ჩვენ გვჯერა, რომ ასეც იქნება", - განაცხადა იან კელიმ.

ევროპარლამენტმა დღეს აფგან მუხთარლის საქმეზე რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის ტექსტის ერთ-ერთ პუნქტში საქართველოს მოუწოდებს, გამოძიება სრულყოფილად ჩაატაროს.