ცენტრისტული მიმართულების ახალი პოლიტიკური ძალის პრეზენტაციას გამართავს

ცენტრისტული მიმართულების ახალი პოლიტიკური ძალის პრეზენტაციას გამართავს

დავით უსუფაშვილი ხვალ ცენტრისტული მიმართულების ახალი პოლიტიკური ძალის პრეზენტაციას გამართავს. როგორც ახალ ძალაში აცხადებენ, ეს იქნება „თანამონაწილეობაზე აწყობილი, ფართო საზოგადოებრივი სპექტრის მომცველი ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკური ძალა“. ასევე, ხვალ იგეგმება სადამფუძნებლო დეკლარაციის მიიღება.

არსებული ინფორმაციით, საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ცნობადი და ახალი სახეები, მათ შორის, „ეროვნული ფორუმიდან“ და „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრები.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დაინტერესებულ პირებს შესთავაზა, შეიქმნას ახალი ცენტრისტული პარტია ახლებური მიდგომებით.