ICDI მოლდოვის დელეგაციას მასპინძლობს

ICDI მოლდოვის დელეგაციას მასპინძლობს

დღეს, 15 ივნისს, დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრმა მოლდოვეთის დელეგაციას: საარჩევნო ადმინისტრაციისა და პარლამენტის წარმომადგენლებს უმასპინძლა. პროექტის მიზანია: პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების გადამზადება საარჩევნო სამართლის მიმართულებით.

„მოცემული ტრენინგი, უზრუნველყოფს მიმდინარე წლის არჩევნებისთვის მზაობას, რათა ადგილობრივი არჩევნები მეტი დემოკრატიულობითა და ნაკლები კანონდარღვევის გარეშე ჩატარდეს.“- განაცხადა მერი კაპანაძემ

საერთაშორისო დელეგაცია დააკვირდა პროექტის ,,ძლიერი პოლიტიკური პარტიები- დედაქალაქის განვითარებისათვის“ მიმდინარეობის პროცესს და დადებითად შეაფასა აქტივობები ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის.

 დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ უცხოელ დელეგატებს, გააცნო ორგანიზაციის გეგმები, მიზნები და მისწრაფებები.

მერი კაპანაძის თქმით, პროექტის მიზანია: “პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლება საარჩევნო სამართლის მიმართულებით. „ვიმედოვნებ, პროექტის შედეგად მოხდება საარჩევნო შესაძლებლობების განვითარება.

სამომავლოდ, უფრო აქტიურად ჩავერთვებით საარჩევნო სისტემების რეფორმებისა და საკანონმდებლო დახვეწის პროცესში“ გაცნობებთ, რომ ორგანიზაცია ICDI 2009 წლის 29 აპრილს დაარსდა აქტიურად მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვისა და ადვოკატირების მიმართულებით, უზრუნველყოფს არჩევნების პოპულარიზაციას სამოქალაქო საზოგადოებაში და ნდობის განმტკიცებას საარჩევნო პროცედურების მიმართ.