ტრენინგი „Google Earth-ის გამოყენებით სასწავლო რესურსის შექმნა“ ჩატარდა

ტრენინგი „Google Earth-ის გამოყენებით სასწავლო რესურსის შექმნა“ ჩატარდა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ტრენინგი „Google Earth-ის გამოყენებით სასწავლო რესურსის შექმნა“ დაიწყო. ტრენინგს თბილისისა და რუსთავის საჯარო სკოლის სხვადასხვა საგნის მასწავლებლები ესწრებოდნენ.

ტრენინგის მიზანი იყო:

ელექტრონული რესურსების ეფექტურად გამოყენება სასწავლო პროცესში, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მაღალი დონის სააზროვნო და  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას; 

ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილისა და სასწავლო პროექტის მომზადებისას ელექტრონული სასწავლო რესურსების ეფექტურად გამოყენება სასწავლო პროცესში;

Google Earth-ის ძირითადი ინსტრუმენტების გამოყენებით სასწავლო რესურსის მომზადება და მისი მახასიათებლების ეფექტური გამოყენება სასწავლო პროცესში.

ტრენინგმოდული „Google Earth-ის გამოყენებით სასწავლო რესურსის შექმნა“  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. კურსი 0,5 კრედიტიანია და  8 საკონტაქტო და 5 არასაკონტაქტო საათისგან შედგება.