ვლადიმერ პუტინი:  რუსეთი და აშშ დაინტერესებულები არიან ურთიერთობების ნორმალიზებით

ვლადიმერ პუტინი: რუსეთი და აშშ დაინტერესებულები არიან ურთიერთობების ნორმალიზებით

რუსეთი და აშშ დაინტერესებულნი არიან ურთიერთობების ნორმალიზებით, - აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა მოსახლეობასთან „პირდაპირი ხაზის“ მსვლელობისას განაცხადა.

„გარწმუნებთ, რომ რუსეთში ძალიან ბევრი ხალხია, ვინც დიდ პატივს სცემს ამერიკელი ხალხის მიღწევებს და იმედოვნებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები საბოლოო ჯამში, ნორმალიზდება. ჩვენ ამაში დაინტერესებულნი ვართ და ასევე ამერიკაც დაინტერესებულია“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტი მოქალაქეების კითხვებს ”პირდაპირი ხაზის” ფარგლებში პასუხობს. კითხვები ეხება - სოციალურ პრობლემებს, ჯანდაცვას, ხელფასებს, განათლებას, საგარეო პოლიტიკას.