ვლადიმერ პუტინი:  თუ ჯეიმს კომის პრობლემები ექნება, ჩვენ მზად ვართ, თავშესაფარი მივცეთ

ვლადიმერ პუტინი: თუ ჯეიმს კომის პრობლემები ექნება, ჩვენ მზად ვართ, თავშესაფარი მივცეთ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მზაობა გამოხატა, საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილ დირექტორს ჯეიმს კომის თავშესაფარი მისცეს.

მისი თქმით, ის დეტალურად არ გაცნობია კომის ჩვენებებს, თუმცა მიიჩნნევს, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილ დირექტორს არ მოუყვანია რუსეთის აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მტკიცებულებები.

„თუ ჯეიმს კომის პრობლემები ექნება, ჩვენ მზად ვართ მას თავშესაფარი მივცეთ“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თავს არ თვლის აშშ-ის მტრად.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს რუსეთის მოქალაქეების კითხვებს პირდაპირ ეთერში პასუხობს.