ვლადიმერ პუტინი პეტრო პოროშენკოს გამოეხმაურა, რომელმაც რუსეთს ლერმონტოვის ლექსით, „მშვიდობით, დაუბანელო რუსეთო“ მიმართა

ვლადიმერ პუტინი პეტრო პოროშენკოს გამოეხმაურა, რომელმაც რუსეთს ლერმონტოვის ლექსით, „მშვიდობით, დაუბანელო რუსეთო“ მიმართა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს გამოეხმაურა, რომელმაც რუსეთს ლერმონტოვის ლექსით, „მშვიდობით, დაუბანელო რუსეთო“ მიმართა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ეს ნიშნავს, რომ პოროშენკომ რუსული კლასიკა იცის.

„ეს იმაზე მეტყველებს, რომ პოროშენკომ რუსული კლასიკური ლიტერატურა იცის. ვაქებ მას ამისთვის“, - ხუმრობით განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ იმ დროს როდესაც ლერმონტოვის ეს ლექსი იწერებოდა, ის ტერიტორია, რომელსაც დღეს უკრაინად მოიხსენიებენ, რუსეთის ტერიტორია იყო.

„ვურჩევ ზოგიერთებს, ვიდრე რუსეთისგან ევროპაში წავლენ, ჯერ თავისი ოფშორული ანგარიშები დახურონ“, - დასძინა მან.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს რუსეთის მოქალაქეების კითხვებს პირდაპირ ეთერში პასუხობს.