ნარკოპოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს სისტემურ ხედვას - დეკრიმინალიზაცია უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ სტატუსს

ნარკოპოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს სისტემურ ხედვას - დეკრიმინალიზაცია უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ სტატუსს

ქვეყნის ნარკოპოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს სისტემურ ხედვას - დეკრიმინალიზაცია უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ სტატუსს და კულტურულ ტრადიციებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ კონტექსტში გასათვალისწინებელია, საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და ნარკოსაფრთხეები.

დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ ასეთი დაჩქარებული ცვლილებები არ მოიტანს სასურველ შედეგს არც სახელმწიფოსათვის და არც ნარკოდამოკიდებულთათვის.

„ნარკომომხმარებელი არ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ სამართლებრივი რეგულაციები უნდა იყოს იმდაგვარი, რომ არა თუ გაზარდოს მომხმარებელთა რიცხვი, არამედ შეამციროს ნარკოტიკების მოხმარება.

მივმართავ თხოვნით პარლამენტის ყველა წევრს, განურჩევლად პოლიტიკური მრწმსისა, სწორად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები და მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რის გამოც შემდეგ თავის მართლება არ მოგვიწევს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.