კონსტიტუციის მთავარი ცვლილება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო, რომელიც თურმე პარლამენტს არ უნდა - დამთავრდა კონსტიტუცია!

კონსტიტუციის მთავარი ცვლილება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო, რომელიც თურმე პარლამენტს არ უნდა - დამთავრდა კონსტიტუცია!

კონსტიტუციის მთავარი ცვლილება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო, რომელიც თურმე პარლამენტს არ უნდა - დამთავრდა კონსტიტუცია! - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ გააკეთა.

”საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე ნაწილი - პრეზიდენტის არჩევნების გაუქმება კონსტიტუციასთან არავითარ კავშირში არ იყო. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიება პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართ, რადგან დღემდე ვერ მოუნელებია, რომ არ გამოვიდა ავლაბრიდან და არ გადავიდა ათონელზე. ეს არის მთელი კონსტიტუციური ფილოსოფია”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამ კონტექსტში გოცირიძემ მმართველ გუნდს მიმართა, რატომ იღებენ უცხოელებისთვის მიწების გასხვისებაზე მორატორიუმის გამოცხადების გადაწყვეტილებას, როცა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილები პარლამენტში შესაძლოა საერთოდ ვერ გავიდეს, მათ შორის ვერც მიწებთან დაკავშირებით.