ბერა ივანიშვილი ამ ქვეყნის მოქალაქეა და მასაც ისევე აქვს უფლება გამოხატოს თავისი პოზიცია - ერთწინადადებიანი ან მრავალწინადადებიანი, როგორც სხვას

ბერა ივანიშვილი ამ ქვეყნის მოქალაქეა და მასაც ისევე აქვს უფლება გამოხატოს თავისი პოზიცია - ერთწინადადებიანი ან მრავალწინადადებიანი, როგორც სხვას

ბერა ივანიშვილი ამ ქვეყნის მოქალაქეა და მასაც ისევე აქვს უფლება გამოხატოს თავისი პოზიცია - ერთწინადადებიანი ან მრავალწინადადებიანი, როგორც სხვასოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, რეპერების საქმეზე პრემიერ-მინისტრის განცხადება წინ უსწრებდა ყველა სხვა განცხადებას და ბერა ივანიშვილის არანაირი გავლენა პროცესზე არ ყოფილა.

„არანაირი გავლენა ამ შემთხვევაში არ ყოფილა. თუ მაინცდამაინც გინდათ გავყვეთ ლოგიკურ თანამიმდევრობას, პრემიერ-მინისტრის განცხადება წინ უსწრებდა ყველა სხვა განცხადებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ბერა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის მოქალაქე და მასაც ისევე აქვს უფლება გამოხატოს თავისი პოზიცია - ერთწინადადებიანი ან მრავალწინადადებიანი, როგორც ნებისმიერ სხვას აქვს ამის უფლება“, - განუცხადა სუბარმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.

მინისტრის თქმით, პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს ორი სხვადასხვა მიმართულებით და გამოძიების დასრულებლამდე რაიმე წინასწარი შეფასების გაკეთება მიზანშეწონილი არ იქნებოდა.

რაც შეეხება იმას, უნდა შეუჩერდეთ თუ არა პოლიციელებს უფლებამოსილება, სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ მათ მიერ პროკურატურაზე რაიმე გავლენის მოხდენის საფრთხე არ არსებობს.

„გამოძიება მიმდინარეობს ორი სხვადასხვა მიმართულებით - ერთი მიმართულება არის - ჰქონდათ თუ არა ამ ბიჭებს დიდი რაოდენობით ნარკოტიკი და მეორე, ჰქონდა თუ არა მათ მიმართ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი. ორივე მიმართულებით მიდის ძიება და ვიდრე გამოძიება დამთავრდება, ორივე მიმართულებით არსებობს ლეგიტიმური ეჭვები, ვერ გამოვრიცხავთ ვერც ერთს, რადგან მსგავსი გამორიცხვა იქნებოდა წინასწარი შეფასება და პოლიტიკური განცხადების გაკეთება. რაც შეეხება უფლებამოსილების შეჩერებას, რადგანაც ამ გამოძიებას ატარებს პროკურატურა, შეუძლებელია რომელიმე რიგითმა პოლიციელმა პროკურატურაზე მოახდინოს რამე გავლენა. უფლებამოსილების შეჩერებას აზრი აქვს მაშინ, როცა მსგავსი საფრთხე არსებობს. ასე რომ, თუ ამის საჭიროება დადგება, გამოძიება თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას და პოლიტიკური ინსინუაციები ამ თემაზე საჭირო არ არის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.