ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის პროექტს კენჭი რამდენიმე წუთის წინ ეყარა.

რეზოლუციის კენჭისყრამდე ევროპარლამენტში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით დებატები გაიმართა, აღნიშნულ საქმეზე სიტყვით 20-მდე ევროპარლამენტარი გამოვიდა.

მათ აზერბაიჯანის ხელისუფლებას აფგან მუხთარლის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ, საქართველოს ხელისუფლებას კი საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდეს.