სოზარ სუბარი „აბსოლუტურ სიცრუეს“ უწოდებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა შს მინისტრმა თანამდებობა დატოვოს, მიხეილ ჯანელიძე კი სალომე ზურაბიშვილმა ჩაანაცვლოს

სოზარ სუბარი „აბსოლუტურ სიცრუეს“ უწოდებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა შს მინისტრმა თანამდებობა დატოვოს, მიხეილ ჯანელიძე კი სალომე ზურაბიშვილმა ჩაანაცვლოს

მთავრობაში იგეგმება ერთადერთი საკადრო ცვლილება, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი საბოლოოდ გადაწყდა, რომ კახი კალაძე იქნება თბილისის მერობის კანდიდატი, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

მინისტრის თქმით, სხვა რაიმე საკადრო გადადგილება დღის წესრიგში არ დგას.

მან „აბსოლუტური სიცრუე“ უწოდა ინფორმაციას, შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის მიერ თანამდებობის მოსალოდნელი დატოვების შესახებ, ასევე არ დაადასტურა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მიხეილ ჯანელიძეს სალომე ზურაბიშვილი შეცვლის.