ბევრს მიაჩნია, რომ უმჯობესია იყოს შერეული საარჩევნო სისტემა, სადაც გამარჯვებულ პარტიას ექნება რესურსი, რასაც მაჟორიტარების გამარჯვება ჰქვია

ბევრს მიაჩნია, რომ უმჯობესია იყოს შერეული საარჩევნო სისტემა, სადაც გამარჯვებულ პარტიას ექნება რესურსი, რასაც მაჟორიტარების გამარჯვება ჰქვია

მთავარი საკითხი, რასაც ახლა ვიხილავთ, არის ის, თუ როდის ამოქმედდეს პროპორციული საარჩევნო სისტემა - იქნება ეს რეგიონულ-პროპორციული თუ წმინდა პროპორციული სისტემა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ჩუღურეთის მაჟორიტარმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკი ხაზგასმით ამბობს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გუნდში კონსესუსი არ არსებობს და მთავარი ამოცანაა იმაზე შეთანხმება, თუ როდის შევიდეს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილება ძალაში.

”ახალ საარჩევნო სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე უნდა აიწონოს. არგუმენტი იმისა, რომ ახალი საარჩევნო სისტემის ამოქმედების საკითხი 2024 წლამდე გადავადდეს, საკმაოდ მძალავრია და ეს რომელიმე პარტიისთვის სასიკეთო საკითხად არ უნდა იყოს განხილული. ოპონენტებსაც მოვუწოდებ, ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენად რეალურია გვქონდეს კოალიციური მთვარობის შექმნის საშუალება, თუკი პარლამენტში იმ რაოდენობის უმრავლესობა არ იქნება, რომ მთავრობა დამოუკიდებლად შექმნას. უმრავლესობაში ერთხმად არსებობს აზრი, რომ ეს ურთულესი კი არა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება, რომ შეიქმნას კოალიციური მთავრობა. გარდა ამისა, არის კი სამართლიანი ”ბონუსური” სისტემა?! შესაძლებელია კი, ”ბონუსმა” გადაწყვიტოს ეს დილემა, რაც არის მთავრობის შექმნა. ბევრს მიაჩნია, რომ ჯობია, იყოს შერეული საარჩევნო სისტემა, სადაც გამარჯვებულ პარტიას ექნება ის რესურსი, რასაც მაჟორიტარების გამარჯვება ჰქვია. ვინ იქნება არჩევნებში გამარჯვებული, ეს არავინ იცის, თუმცა ქვეყნისათვის ყველა შემთხვევაში სტაბილურობა იქნება გარანტირებული. აი, ეს არის ამოსავალი წერტილი”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” გია ვოლსკიმ.