მალაიზიის საჰაერო ძალების თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა

მალაიზიის საჰაერო ძალების თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა

მალაიზიის საჰაერო ძალების თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა, ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა, - იუწყება გამოცემა Straits Times.

გამოცემის ინფორმაციით, თვითმფრინავმა კატასტროფა კუანტანის ავიაბაზიდან 51 კილომეტრის მოშორებით განიცადა.

დღეს მალაიზიის სამეფო საჰაერო ძალების თვითმფრინავი, რომელიც კუანტანის ავიაბაზიდან აფრინდა, აფრენიდან ნახევარ საათში რადარებიდან გაქრა.