ხანძრის მასშტაბურობიდან გამომდინარე, სასწაული უნდა მოხდეს, რომ ვინმე ცოცხალი ვიპოვოთ

ხანძრის მასშტაბურობიდან გამომდინარე, სასწაული უნდა მოხდეს, რომ ვინმე ცოცხალი ვიპოვოთ

„გრენფელ თაუერში“ ხანძრის მასშტაბურობიდან გამომდინარე, სასწაული უნდა მოხდეს, რომ ვინმე ცოცხალი ვიპოვოთ, - განაცხადა ლონდონის სახანძრო სამსახურის კომისარმა დენი კოტონმა.

აღნიშნული მომენტისთვის 12 ადამიანის სიკვდილია დაფიქსირებული, თუმცა უამრავი ადამიანი დაკარგულად ითვლება.

დენი კოტონის განცხადებით, ხანძრის მასშტაბურობის გამო, იმის გამოვლენა დარჩა თუ არა ვინმე შენობაში, დიდ დროს მოითხოვს.

„ტრაგიკულია, მაგრამ ჩვენ არ ველოდებით, რომ ვინმეს ცოცხლად ვიპოვით. ხანძრის მასშტაბურობა და ტემპერატურა იმაზე მიგვითითებს, რომ სასწაული უნდა მოხდეს, რომ ვინმე ცოცხალი ვიპოვოთ“, - აღნიშნა დენი კოტონმა.

ლონდონის სახანძრო სამსახურის კომისარის თქმით, ხანძარი უკვე სრულად ლოკალიზებულია.