ევროპარლამენტში აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებული დებატები დასრულდა

ევროპარლამენტში აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებული დებატები დასრულდა

ევროპარლამენტში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით დებატები დასრულდა. აღნიშნულ საქმეზე სიტყვით 20-მდე ევროპარლამენტარი გამოვიდა.

მათმა ნაწილმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას აფგან მუხთარლის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ, საქართველოს ხელისუფლებას კი საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდა.

ევროპარლამენტის წევრთა ნაწილმა ასევე მოითხოვა აფგან მუხთარლის საქმეზე დაგეგმილი რეზოლუციის კენჭისყრის გადადება.