შოკისმომგვრელია ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება საქართველოს მიწაზე მისწვდა აფგან მუხთარლის, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა რებეკა ჰარმსმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავებასთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავენ.
„შოკისმომგვრელია ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება საქართველოს მიწაზე მისწვდა აფგან მუხთარლის. ჩვენ ასევე უნდა მოვითხოვოთ აზერბაიჯანში დაკავებული ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების საქმეების გადახედვა და გამოძიება. ასევე, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება არა მხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ საქართველოშიც“, - ევროპარლამენტის წევრმა რებეკა ჰარმსმა.
ევროპარლამენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით მსჯელობს. აღნიშნული თემის განხილვა ევროპარლამენტში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
ევროპარლამენტი აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტსაც უყრის კენჭს, თუმცა იქამდე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავების თემაზე ევროპარლამენტის 17 წევრის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი.
რაც შეეხება უშუალოდ რეზოლუციას, პროექტის სახელწოდებაა „მუხთარლის საქმე და აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობა“ და მასში „ევროპარლამენტი გამოთქვამს სერიოზულ აღშფოთებას აფგან მუხთარლის საქართველოში შესაძლო გატაცებასთან და აზერბაიჯანში მის უკანონო გადაყვანასთან დაკავშირებით“ და აღნიშნულს „საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევად“ მიიჩნევს.