ბლეფია, რომ

ბლეფია, რომ "ქართულ ოცნებას" პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უნდა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნუგზარ წიკლაური მიიჩნევს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადადება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.

როგორც წიკლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბლეფია, რომ თითქოს "ქართულ ოცნებას" პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უნდა.

"ბოლო მოვლენები ცხადჰყოფს, რომ "ქართულ ოცნებას" საერთოდ არ სურს ცვლილებების შეტანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კუთხით. მას არ სურს მაჟორიტარული სისტემის გაუქმება. უბრალოდ ბლეფია, რომ თითქოს სხვადასხვა დეპუტატები გამოთქვამენ განახვავებულ პოზიციას პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ჩვენ კარგად ვიცით თუ როგორ მიიღება გადაწყვეტილებები ამ პოლიტიკური ძალის შიგნით. უბრალოდ ალაპარაკებენ ახლა სხვადასხვა მაჟორიტარებს, რომ შექმნან ვითარება თითქოსდა არის უთანხმოება. გუშინ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა 2024 წლისთვისაც კი იყოს გადატანილი, რაც არის ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი",- განაცხადა წიკლაურმა.

როგორც ცნობილია, მმართველი გუნდი მსჯელობს, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება 2020 წლიდან მოხდეს, თუ 2024 წლიდან.