რუმინეთის პატრიარქმა საქართველოს ელჩი უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა

რუმინეთის პატრიარქმა საქართველოს ელჩი უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა

რუმინეთის პატრიარქმა საქართველოს ელჩი ბუქარესტში საერო პირებისათვის რუმინეთის საპატრიარქოს უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა. დღეს რუმინეთის პატრიარქის დანიელის და რუმინეთში საქართველოს ელჩის, ილია გიორგაძის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ხელშეწყობისათვის, რუმინეთის პატრიარქმა ელჩი ილია გიორგაძე დააჯილდოვა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ორდენით, რომელიც არის რუმინეთის საპატრიარქოს უმაღლესი ჯილდო საერო პირებისათვის.